• სიახლეები
  • გლობალური დღის წესრიგი კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის: 11 ძირითადი მოქმედება

გლობალური დღის წესრიგი კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის: 11 ძირითადი მოქმედება

გლობალური დღის წესრიგი კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის: 11 ძირითადი მოქმედება

გადმოიწერეთ დოკუმენტი

 

COVID-19-ის პანდემიამ დაგვანახა, როგორ ანათებს ადამიანის სული და შემოქმედებითი უნარები ყველაზე ბნელ საათებშიც კი. როდესაც მსოფლიო ცდილობს გამოვიდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკური და კლიმატის ერთდროული კრიზისიდან, ცხოვრებაში ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაფასოთ და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი და განვიხილოთ პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს როგორც მდგრადობას და საზოგადოების კეთილდღეობას, ასევე ეკონომიკურ ზრდას. მთელი წლის განმავლობაში გაეროს ფოკუსიც მიმართული იყო შემოქმედებითი ეკონომიკის წვლილისკენ, რომელიც მას შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნებში და ხაზს უსვამს შემოქმედებითი ეკონომიკის პოტენციალს რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პლანეტის, ეკონომიკისა და საზოგადოების განკურნების პოსტპანდემიურ პროცესში. 

 

"სწორედ ამ კონტექსტში, შემოქმედებითი ინდუსტრიის პოლიტიკისა და მტკიცებულების ცენტრის (PEC) საერთაშორისო საბჭო გვთავაზობს ამ თერთმეტ სამოქმედო პუნქტს შემოქმედებითი სექტორის პოტენციალის ოპტიმიზაციისთვის, რათა დაეხმაროს ამჟამად არსებული გამოწვევების გადაჭრაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი საერთაშორისო ჯგუფი შეიკრიბა - მეწარმეები, ინვესტორები, პოლიტიკის შემქმნელები და აკადემიკოსები მთელი მსოფლიოდან - მათ გააერთიანეს შემოქმედებით ეკონომიკაში არსებული მრავალფეროვანი გამოცდილება, რათა შექმნან მომავლის დღის წესრიგი. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს დღის წესრიგი ნამდვილად გლობალურია, რადგანაც მასში აღიარებულია, რომ ზოგიერთი ყველაზე ძლიერი და დინამიური იდეა და ყველაზე სწრაფი ზრდა კულტურის და შემოქმედებით სექტორებში გვხვდება გლობალურ სამხრეთში, მათ შორის არაფორმალურ მუშაკებს შორის ისეთ ურბანულ ადგილებში, რომელიც გადატვირთულია და ნაკლები რესურსი გააჩნია." 

 

"მიუხედავად საყოველთაოდ აღიარებული ფაქტისა, რომ შემოქმედებითი ეკონომიკა ხელს უწყობს გლობალურ კეთილდღეობას, აღნიშნავს კულტურულ გამორჩეულობას და მხარს უჭერს სოციალურ ერთობლიობას, როცა საქმე პოლიტიკის მოქმედებას ეხება, ის მაინც განიხილება, როგორც განცალკევებული. აღნიშნული თერთმეტი სამოქმედო პუნქტიდან უმეტესმა მათგანმა შეიძინა ღირებულება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში,განსაკუთრებით წარმოსახვითი და შთაგონების უნარის მქონე ადგილობრივ და მუნიციპალურ ლიდერებს შორის, თუმცაღა, ხშირად არ ხდება მათი გამოყენება. ჩვენი გზავნილი არის, რომ თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ სასწრაფო რეკონფიგურაციას, რომელიც მსოფლიოს სჭირდება, ეს იდეები უნდა იქცეს საჯარო პოლიტიკის მთავარ ნაწილად ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე."