პროექტ "ციფრული ტრანსფორმაციის" გუნდი
პროექტი “ციფრული ტრანსფორმაცია” მიზნას ისახავს შემოქმედებით სექტორში ძირითადი შესაძლებლობებისა და გამოწვევების დადგენას, კვლევის მეშვეობით; ციფრული პლატფორმების, ინსტრუმენტებისა და ტენდენციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ამ ტენდენციების შესაძლო სარგებლიანობის განსაზღვრასა და სხვა. გარდა ამისა, პროექტის მიზანია ახალი უნარებისა და შესაძლებლობების შექმნა, შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებისა და კულტურული ორგანიზაციების განვითარებისთვის გაციფრულების მიმართულებით.
პროექტს ახორციელებს შემოქმედებითი საქართველო, იუნესკოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გუნდს წარმოადგენენ:
პროექტის მენეჯერია, კულტურის მენეჯერი და კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, მეწარმეობის ტრენერი და მენტორი, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის კოორდინატორი - თინათინ ბაღაშვილი.
"საქართველოს შემოქმედებითი გუნდი აქტიურად მუშაობს შემოქმედებით ინდუსტრიებში კვლევისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტი "ციფრული ტრანსფორმაცია" არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, დავეხმაროთ სხვადასხვა სექტორს გაფიცრულების პროცესში, მათ შორის - ავამაღლოთ ცნობიერება ციფრული ტრანსფორმაციისა და მექანიზმების შესახებ, გავაზიაროთ არსებული სიკეთეები და ხელი შევუწყოთ ჩვენი პროექტის მონაწილეებს შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებასა და კომპეტენციის გაზრდაში. ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერს იუნესკო და ერთად ვცდილობთ უკეთესი გარემოს შექმნას შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის", - თინათინ ბაღაშვილი, პროექტის მენეჯერი.
პროექტის კონსულტანტია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე - მაკა ელბაქიძე.
"დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები შეიჭრა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, ბუნებრივია, ციფრული ინსტრუმენტების ფლობა და მათი სათანადოდ გამოყენება ორგანიზაციის (ისევე როგორც ცალკეული პიროვნების) წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად მესახება. თუ ორგანიზაციას სურს საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება, ცხადია, ინფორმაცია თავისი ფუნქციების, მიზნებისა თუ დასახული ამოცანების შესახებ უეჭველად ციფრულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს. ეს ხელს შეუწყობს მისი სამიზნე აუდიტორიის გაზრდას, ინფორმაციის ფართო ასპარეზზე გატანას, კომუნიკაციის გაძლიერებას და საერთაშორისო პროექტებში აქტიურად ჩართვას." - ამბობს მაკა ელბაქიძე, პროექტის კონსულტანტი.
ადგილობრივი მკვლევარია, კულტურული კვლევების დოქტორი - ქეთევან ეფაძე.
“პროექტის ფარგლებში, შევისწავლე საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების და მათ შორის მუზეუმების „ციფრული იდენტობის“ ფორმირების პროცესი.ეს კონცეფცია აღწერს შემოქმედებითი სფეროს ადაპტაციას თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივად ცვალებად ეპოქასთან, რაც კულტურის სფეროს ექ სპერტთა შეფასებით, ციფრულ ეპოქაში გადარჩენის და შემოქმედებითი პროცესის გაგრძელების ერთადერთი გზაა. შემოქმედებითი ბიზნესების გაციფრულება ამარტივებს კომუნიკაციას, ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფ და ფართომასშტაბიან გავრცელებას, დაინტერესებული მხარეებისა და მომხმარებლების მოზიდვას, საავტორო კონცეფციის გაძლიერებას და სხვადასხვა მედიუმში ასახვის შესაძლებლობას", - ამბობს ქეთევან ეფაძე, ადგილობრივი მკვლევარი.
საერთაშორისო მკვლევარია, კულტურის მენეჯერი და არქეოლოგი, სადოქტორო პროგრამის სტუდენტი - თეკლა ბალოგ ბოდორი (უნგრეთი).
"ციფრული ტრანსფორმაცია ხდება ყველა სექტორში, მათ შორის შემოქმედებით ინდუსტრიებში. ვფიქრობ, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის ეს გამოწვევა უნდა იყოს საინტეროსო, რადგან ციფრულ ტრანსფორმაციას შეუძლია ბევრი სიკეთის მოტანა." - ამბობს თეკლა ბალოგ ბოდორი, საერთაშორისო მკვლევარი.
პროექტის ტრენერია, ტექნოლოგიური განათლების სერტიფიცირებული ტრენერი, დეველოპერი, დიზაინერი და ქართული ინოვაციური პლატფორმის "Doer"-ის დამფუძნებელი - თორნიკე რამაზაშვილი. “დღეს ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოში დიდ მნიშნველობას იძენს, რადგან ის აჩქარებს ბიზნესისა და საჯარო სექტორის ინოვაციურ განვითარებას, ზრდის სერვისების ხელმისაწვდომობას და ამარტივებს საზოგადოების ცხოვრებას. ქვეყნის მასშტაბით, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ხელს უწყობს უფრო სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერვისების, განათლების, ჯანდაცვის, ფინანსებისა და სხვა სფეროებში.” - ამბობს თონრიკე რამაზაშვილი, პროექტის ტრენერი.
პროექტის ტრენერია, მედია კომუნიკაციების პროფესიონალი - ნინი სამხარაძე. "ციფრული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ მოპოვებასა და გავრცელებას, შეუფერხებელ კომუნიკაციას. კულტურის და ხელოვნების სფეროში ტექნოლოგიების გამოყენება შემოქმედებითი იდეების, სიახლეების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა და ვფიქრობ პროექტი “ციფრული ტრანსფორმაცია” საუკეთესო სტარტია შემოქმედებით ინდუსტრიებში გაფიცრულების ინტეგრირების კუთხით”. - ამბობს ნინი სამხარაძე, პროექტის ტრენერი.