სემინარი - სექტორული ორგანიზაციების/ასოციაციების გაძლიერება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში
"შემოქმედებითი საქართველოს ფორუმი 2.0" -ის ფარგლებში, საერთაშორისო ტრენერის გეილ კეიგის ხელმძღვანელობით ჩატარდა სემინარი - "სექტორული ორგანიზაციების/ასოციაციების გაძლიერება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში".
სემინარის მიზანი იყო სექტორული ასოციაციებისა და ორგანიზაციების პოლიტიკის შემუშავების პროცესებში ჩართულობის გაანალიზება და სამთავრობო სტრატეგიების შექმნის პროცესში მათი აქტიური როლის გამოვლენა.
შემოქმედებითი გარდასახვა ხორციელდება იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის (IFCD) მხარდაჭერით.