• სიახლეები
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსი - გამარჯვებული პროექტები

შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსი - გამარჯვებული პროექტები

შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსი - გამარჯვებული პროექტები

უკვე ცნობილია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა. 

შეგახსენებთ: კონკურსის მიზანი საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებაა.

კონკურსი ითვალისწინებდა ორ მიმართულებას:

  • რეგიონული შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარებას;
  • კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების განხორციელებას

კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 100,000 ლარს.

კონკურსის ფარგლებში „შემოქმედებით საქართველოს“ 15-მა განმცხადებელმა მომართა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდა პირველ 7 ადგილზე გასული პროექტები:

1. პროექტის სახელწოდება - „აქთუშეთიი-ს კერამიკის სკოლა სახელოსნოს განვითარება და კომერციალიზაცია“ -  ორგანიზაცია - ააიპ „აქთუშეთიი“,  - მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 14,500 ლარი;

2. პროექტის სახელწოდება - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი სივრცეების განვითარება - ორგანიზაცია ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“ - მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 14,800 ლარი;

3. პროექტის სახელწოდება  - ART L - არტელი - ფიზიკურ პირთა ჯგუფი - პროექტის ხელმძღვანელი - ირაკლი კეკელია - მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 15,000 ლარი;

4. პროექტის სახელწოდება  - ფიროსმანი სიღნაღში - ფიზიკურ პირთა ჯგუფი - პროექტის ხელმძღვანელი - მაია ჯამბაზიშვილი - მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 14,990 ლარი

5. პროექტის სახელწოდება - შემოქმედებითი ორდინატურა (პროგრამის პირველი ეტაპის პროექტი) - ორგანიზაცია: ააიპ „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია“ - მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 10,000 ლარი;

6. პროექტის სახელწოდება - ქ. ფოთის ავთენტური დეკორის კვლევა და ჩართვა გამოყენებით ხელოვნებაში - ფიზიკურ პირთა ჯგუფი - პროექტის ხელმძღვანელი - ინგა ქიბირია - მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 15,000 ლარი;

7. პროექტის სახელწოდება - ციფრული არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა ინკლუზიურ ხელოვნებაში - ორგანიზაცია ა(ა)იპ - „ინკლუზიური ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ - მოთხოვნილი თანხის ოდენობა - 10,000

ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო პროექტმა - „კულტურულ-საგანმანათლებლო კოლექტივის შექმნა ბეჩოს თემში“ - ორგანიზაცია  ა(ა) იპ - ევროპის განათლებისა და კულტურის ცენტრი - ნაწილობრივი დაფინასების ოდენობა - 5,710 ლარი.

სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ გუნდი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს და წარმატებას უსურვებს სამომავლოდ!