CINet, მეწარმეთა შემოქმედებთი ინდუსტრიების ქსელი ნოთინგემში, არის ევროკომისიის საკვლევი პროექტი ინოვაციისა და შემოქმედებითი მეწარმეობის დარგში Lifelong Learning Programme-ის ფარგლებში.
ქსელის გუნდის მიზანია შეისწავლოს ბრიტანეთის „Lace Market” -ის შემოქმედებითი მეწარმე საზოგადოებისგან გაზიარებადი „გაკვეთილები“ და გაავრცელოს ისინი საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის შესაბამის საზოგადეობებში. ასევე, მხარი დაუჭიროს შემოქმედებითი მეწარმეობის ქსელის განვითარებას ამ სამ ხმელთაშუაზღივსპირა სახელმწიფოში.
Lace Market-ში იგულისხმება შემოქმედებითი ეკოლოგიის კომპლექსი, რომელშიც მეწარმეები, კომპანიები, ინსტიტუციური აქტორები და კულტურული მოხმარების ობიექტები თანაარსებობენ ურთიერთდამოკიდებულებაში.
ისინი იყენებენ პოტენციური თანამშრომლობის უპირატესობას ფორმალური სამიზნე - ბიზნესის განვითარებაზე ხელმისაწვდომობისა და კოოპერაციის გზით სწავლის შესაძლებლობებისთვის.
პროექტს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, რადგან მისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიები არის ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების შესანიშნავი საშუალება.
CINet-ის პროექტი მიზანად ისახავს შემოქმედებითი მეწარმეების ბიზნეს უნარების გაუმჯობეებასა და ამ სფეროში ბიზნესის შექმნის პოტენციალის გაზრდას.
დავალებები:
- განმარტოს Lace Market-ის მოდელის სფერო და მისი შესაბამისობა აღნიშნულ სამ ქვეყანასთან;
- შეისწავლოს შემოქმედებითი ინდუსტრიები, სამეწარმეო შესაძლებლობები ამ ქვეყნებში;
- შეიმუშაოს საწვრთნელი მასალები და პროგრამები, რომლებიც ამ ქვეყნებს გაუზიარებს ბრიტანეთში მიღებულ გამოცდილებას;
- ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გამართოს 90 დღიანი საპილოტე ონლაინ კურსი შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ;
- მხარი დაუჭიროს მათი ბიზნეს პროექტების განვითარებას;
- მისცეს შესაძლებლობები საუკეთესო ბიზნეს იდეებს (დამფინანსებელი და სამთავრობო ინსტიტუტები, ბიზნეს ინვესტორები).
პარტნიორები:
- Universidade Aberta (Portugal);
- UKWON (the United Kingdom’s Work Organisation Network);
- Universitat Oberta de Catalunya (Spain);
- University of Piraeus Research Centre(Greece);
- Association for Education and Sustainable Development (Romania);
- DNA Cascais (Portuguese Entrepreneurship Agency);
- Media Deals Association (France).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს