• სიახლეები
  • შემოქმედებითი საქართველო აცხადებს განაცხადების მიღებას ტრენინგებზე დასასწრებად

შემოქმედებითი საქართველო აცხადებს განაცხადების მიღებას ტრენინგებზე დასასწრებად

შემოქმედებითი საქართველო აცხადებს განაცხადების მიღებას ტრენინგებზე დასასწრებად

სსიპშემოქმედებითი საქართველო“ „იუნესკოს  მონაწილეობის პროგრამის“ 2022-2023 ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას ტრენინგებზე

პატარა ქვეყნების ლიტერატურების კომერციალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში“ დასასწრებად

 

>>>ტრენინგებში მონაწილეობის მიღების მსურველების საყურადღებოდ: სარეგისტრაციო ფორმის გადმოგზავნის ბოლო ვადამ გადაიწია 2023 წლის 27 მარტამდე<<<

 

ორგანიზატორები: სსიპშემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

პარტნიორი ორგანიზაციები: კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ტრენინგები ჩატარდება 2023 წლის 10-11 მაისს

 

ტრენინგების თემა

   ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები (თარგმნა, საგამომცემლო საქმიანობა, ლიტერატურული სააგენტოების ფუნქციონირება და სხვ.).

ტრენინგებს გაუძღვებიან დარგის საერთაშორისო ექსპერტები:

ემა ჰაუსი - ორეჰამ ჯგუფის დამაარსებელი და საგამომცემლო ინდუსტრიის ექსპერტი (ინგლისიAbout | Oreham Group);

კარდელენ გენჩი - კალემის ლიტერატურული სააგენტოს წარმომადგენელი და ლიტერატურული აგენტი (თურქეთიAbout Us | Kalem Agency).

 

ტრენინგებში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1D0bUdx0rNCHjuSmI1HNT7PpRAuNJfezXjDn-w-O_KGw/edit (რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ატვირთვა, ინგლისურ და ქართულ ენებზე, სავალდებულოა!) და გადმოაგზავნოთ 2023 წლის 27 მარტამდე.

განაცხადები მიიღება ქართულ  და ინგლისურ ენებზე.

არასრული განაცხადი არ განიხილება!

ტრენინგების სამუშაო ენაა ინგლისური!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

ტრენინგების ჩატარების ადგილი:

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

დარბაზი: აუდიტორია.

მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა N7, 0108, თბილისი, საქართველო.

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ კოორდინატორს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: -  tiki@creativegeorgia.ge