• სიახლეები
  • კონკურსის შედეგები „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“ -

კონკურსის შედეგები „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“ -

კონკურსის შედეგები „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“ -

სსიპ “შემოქმედებითმა საქართველომ” გამოაცხადა კონკურსი „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“, რომლის მიზანია 5-კვირიანი ტრეინინგების ჩატარება საქართველოში ლიტერატურული აგენტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და შესაბამისი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ქართული ლიტერატურის სწორად გატანას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.      

      აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლიტერატურული აგენტის პროფესიის ხელშეწყობა, უდავოდ, საჭიროებს მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ საგამომცემლო სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ შემოქმედებით ინდუსტრიას წარმოადგენს, საგულისხმო გამოწვევად რჩება ლიტერატურული აგენტის პროფესიის არარსებობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი შინაარსის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.

   საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულად გამოვლინდა ააიპ „CCU“ -ს (კროს-კულტურული უნივერსუმი) მიერ  წარმოდგენილი პროექტი „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“, რომელიც დაფინანსდა 26,500 ლარით.

   ტრენინგების იდეაა შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდის შექმნა და პროცესში მათი  უშუალო ჩართულობით პროფესიონალი კადრების მომზადება ლიტერატურის აგენტის პროფესიისთვის.

კურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტრენინგები/ლექციები:


საუბრები ქართულ ლიტერატურაზე;
მარკეტინგი (წიგნისა და საგამომცემლო საქმის მიმართულებით);
სოციალური მედია და კომუნიკაცია;
ფინანსური მენეჯმენტის ელემენტარული კურსი;
სამართალი (წიგნის და საგამომცემლო საქმის მიმართულებით).

 

    აღსანიშნავია, რომ 5 კვირიანი ტერნინგ პროგრამის ფარგლებში ჩართული იქნება სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ შერჩეული ექსპერტი, რომელიც მონაწილე სტუდენტებს:


წარუდგენს ზოგად რეკომენდაციებს ავტორებსა და გამომცემლობებთან ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით;
გამოკვეთს ლიტერატურული აგენტის პროფესიის სპეციფიკასა და სახესხვაობებს;
განმარტავს ლიტერატურული აგენტის ძირითად ფუნქცია-მოვალებებს;
წარადგენს ლიტერატურული სააგენტოების ფუნქციონირების მექანიზმებსა და შემოსავლების მიღების ფორმებს და ა.შ.

 

გარდა უცხოელი ექსპერტისა, ტერენინგში ჩართული იქნება სხვადასხვა კომპეტენციის მქონე 10 ტრენერი:

2 ლიტერატურათმცოდნე;
მწერალი;
გამომცემელი;
მარკეტოლოგი;
სოციალური მედიის სპეციალისტი;
პიარ-მენეჯერი;
კომუნიკაციის სპეციალისტი;
ფინანსისტი;
იურისტი (სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი).

ტრენინგებზე გამოიკვეთება:


ქართულ საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები, გამოვლინდება ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და აღიარების მოპოვების მექანიზმები;
აქცენტირებული იქნება ქართული ლიტერატურის მნიშვნელობა და ორიგინალურობა, მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში მისი ჩართვის მექანიზმები;
ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ქართული ლიტერატურის პოზიციონირების სტრატეგიები;
ერთიან საერთაშორისო საგამომცემლო ქსელში გაერთიანებისა და წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებთან ქართული საგამომცემლო ბაზრის თანამშრომლობის გზები და საშუალებები.

პროექტი ხელს შეუწყობს:


ავტორებისა და გამომცემლების ინტერესების ორმხრივად დაკმაყოფილებას, შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას. ქართული საგამომცემლო ბაზრის განვითარებას, ქართული ლიტერატურის - კულტურის - წარდგენას მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ტურისტულ და, ზოგადად, ეკონომიკურ პოტენციალს.

პროექტი მოიაზრებს საუკეთესო სტუდენტის გაგზავნას საზღვარგარეთ, რათა უკეთ დაეუფლოს შესაბამის უნარებს.