• სიახლეები
  • „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონკურსის – „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

დაჯილდოების ცერემონიალი მუსიკალურად გააფორმეს ბავშვებმა და ახალგაზრდებმა – ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, ვაჟთა გუნდმა „მძლევარმა“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლმა „მართვემ“.

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად 2023 წლის 14 მარტს გამოცხადდა.

 

კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

 გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში:


1. საუკეთესო პოეტური კრებული – ვანო ჩხიკვაძე, „სარკის ჩიტი“ (გამომცემლობა „ელფი“);


2. საუკეთესო პროზაული კრებული ყველაზე პატარებისთვის (3-6 წელი) – ირმა მალაციძე, „პატარა ბობოს ამბავი“ (გამომცემლობა „შემეცნება“);


3. საუკეთესო პროზაული კრებული პატარებისთვის (7-12 წელი) – თინათინ ჭეჟია, „საბავშვო მოთხრობები“, მურად მთვარელიძე, „თანამედროვე უფლისწული“ (გამომცემლობა „შემეცნება“);


4. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის (3-6 წელი) – „კარგად ყოფნის წესები“, მხატვარი მარიამ პაპუაშვილი (გამომცემლობა „პალიტრა L“);


5. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი პატარებისთვის (7-12 წელი) – „საბავშვო მოთხრობები“, მხატვარი თამარ მამუკელაშვილი; „რა ღირს მოგზაურობა მზეზე“, მხატვარი ლელა ცინაძე (გამომცემლობა „ელფი“);


6. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია – ედუარდ უგულავა, საყმაწვილო პიესა „დუდანა“;


7. საუკეთესო დებიუტი – ქეთი კვიტატიანი, „მეგი პორპინსი და სხვა მოთხრობები“ (გამომცემლობა „ელფი“);


8. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი – ლუსი მოდ მოტგომერი, „ენი მწვანე მეზონინებიდან“, მთარგმნელი ია კოროშინაძე (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“);


9. საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი – თამარ ადამია, „მხიარული ხაზები“ (გამომცემლობა „ელფი“);


10. პრემია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა მარიამ წიკლაურს (წარმდგენი გამომცემლობა „პეგასი“).


ნომინაციაში – „საუკეთესო პროზაული წიგნი ყმაწვილებისთვის 13+“ – გამარჯვებული არ გამოვლინდა.

 


კონკურსი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 100 000 ლარს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულზე პრემიის სახით გაიცა 5000 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). კონკურსის ფარგლებში სსიპ შემოქმედებით საქართველოს 53 განმცხადებელმა მომართა.