„მფრინავი მღებავი“
„მფრინავი მღებავი” მაღაზია – სახელოსნოა, რომელიც თბილისში, „ფაბრიკაში“, შემოდგომაზე გაიხსნა. მაღაზია სამ მიმართულებას აერთიანებს: არტისტების მიერ შექმნილ კონცეფტუალურ ტანსაცმელს და აქსესუარებს, დიზაინერების პროდუქციასა და საბჭოთა ვინტაჟს. „მფრინავმა მღებავმა“ ახალ „ფაბრიკაში“ ისტორია გააცოცხლა, რომლის საფუძველიც 1970 წელს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე გახსნილი სამკერვალო ფაბრიკა “ნინო” და 1937 წელს გადაღებული ფილმის სიუჟეტია. არტისტი და კურატორი მარიამ ნატროშვილი მარკეტერს ესაუბრა, თუ რა ისტორიის მატარებელია მაღაზია და აქ გამოფენილი ნივთები.
M: მოგვიყევით მაღაზიის შესახებ, რა კონცეფციის მატარებელია „მფრინავი მღებავი“?
მაღაზიაში ქართველი არტისტების და დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება. აქ წარმოდგენილი ნივთების ფორმა და შინაარსი განუმეორებელია: ყველას თავისი ისტორია აქვს და სხვადასხვა ამბავს მოგვითხრობს. თუ დროში მოგზაურობა მოგინდებათ, მაღაზიაში 80-იანი წლების ბოლოს, ფაბრიკა “ნინოში” შეკერილი ტანსაცმლის შეძენასაც შეძლებთ. “მფრინავი მღებავი” იქვე, სახელოსნოში შეკერილ ტანსაცმელსაც გთავაზობთ. მაღაზია ერთჯერადი, სწრაფი მოდის (fast fashion) საპირწონეა. “მფრინავ მღებავში” ყველა ნივთი სატარებლად გამზადებული ხელოვნებაა.
M: რას სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენი მაღაზია-სახელოსნო აქცენტს ხელოვნებაზე, არტისტების მიერ მოფიქრებულ და შექმნილ ნამუშევრებზე, – ტანსაცმელსა და აქსესუარებზე აკეთებს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც 80-იანი წლების ბოლოს, ფაბრიკა “ნინოში” შეკერილი სამოსი, ასევე, ადგილზე, სახელოსნოში შეკერილი ტანსაცმელი. პირველ პროექტს “ყარამანიანი” ქვია. “ყარამანიანი” სპარსული საგმირო ეპოსის ინსპირაციითა შექმნილი და ცხრა მთას იქით ნანახ სიზმრებზე, ცხრა ზღვას იქით გადახდენილ თავგადასავლებსა და შვიდი ცის ქვეშ მოხეტიალე გმირების ამბებს ყვება. ყარამანიანის ტანსაცმელი გმირებისა და თავზეხელაღებული მოგზაურებისთვის არის შექმნილი.
M: როგორ უკავშირდება „მფრინავი მღებავის“ ისტორია ფაბრიკა „ნინოს“?
როდესაც სახელზე ვფიქრობდით, კონცეფციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომელიმე ქართველი მხატვრის ნამუშევრის სახელი შეგვერჩია. რადგან პეტრე ოცხელი კინოსა და თეატრისთვის კოსტიუმებს ქმნიდა, არჩევანი მისი ნამუშევრის სახელზე შევაჩერეთ. “მფრინავი მღებავი” 1937 წელს, ლეო ესაკიას ფილმისთვის, “ფრთოსანი მღებავი” არის შექმნილი. ფილმის მხატვარი პეტრე ოცხელი უნდა ყოფილიყო, შექმნა კიდევაც ესკიზები, თუმცა 37-ში ოცხელი დახვრიტეს და ფილმის მხატვარიც შეიცვალა. ამ ფილმს საინტერესო ისტორია აქვს. სცენარის მიხედვით, მფრინავ მღებავს, ერთ – ერთ მთავარ გმირს, გოგონა უყვარდება, სახელად ნინო. ასე გამყარდა უცნაური კავშირი ფაბრიკა “ნინოსა” და მფრინავ მღებავს შორის და მათი სიყვარულის ისტორია განახლებულ „ფაბრიკაში“ თავიდან დაიწყო.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ - http://www.marketer.ge/mfrinavi-mgebavi-konceptualuri-magazia-saxelosno/