• სიახლეები
  • შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი ფოთში

შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი ფოთში

შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი ფოთში

შემოქმედებითი საქართველოს მიერ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ფოთის სამხატვრო სასწავლებელში შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი გაიმართა. მუნიციპალიტეტის ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები შემოქმედებითი საქართველოს გუნდთან და მოწვეულ კონსულტანტებთან - ნიკოლოზ ნადირაშვილთან და დევი ქიტუაშვილთან ერთად მუშაობდნენ ფოთში, ედმუნდ ფრიკის მიერ დაპროექტებული შენობის ახალი კონცეფციის, დანიშნულებისა და მართვის გეგმის შემუშავებაზე. 

ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა სექტორის ჩართულობით ჩამოყალიბდა არაფორმალური საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუშაობას შემდგომ თვეებშიც გააგრძელებს და პროექტის პირველ საჯარო პრეზენტაციას ივნისში დაგეგმილ კონფერენციაზე წარადგენს. მერია აქტიურად ჩაერთო მოცემულ პროცესში და გამოხატა სრული მზაობა და მხარდაჭერა ფოთში მრავალფუნქციური შემოქმედებითი კლასტერის განვითარების საკითხთან დაკავშირებით.

მოცემული ინიციატივა იუნესკოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში”  ხორციელდება და საქმიანობათა ციკლის ნაწილია, რომელიც 2022 წლის ივნისში დაგეგმილ კონფერენციაზე შეჯამდება.