• სიახლეები
  • შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი ოზურგეთში

შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი ოზურგეთში

შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი ოზურგეთში

შემოქმედებითი საქართველოს მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ოზურგეთის ტექნოპარკში შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ვორქშოპი გაიმართა. მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამოქალაქო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ტექნოპარკის პროგრამების სტუდენტები, შემოქმედებითი საქართველოს გუნდთან და მოწვეულ კონსულტანტებთან - ნიკოლოზ ნადირაშვილთან და დევი ქიტუაშვილთან ერთად მუშაობდნენ ოზურგეთში უფუნქციო და მიტოვებული შენობების ახალი კონცეფციის, დანიშნულებისა და მართვის გეგმის შემუშავებაზე. 

ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა სექტორის ჩართულობით ჩამოყალიბდა არაფორმალური საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუშაობას შემდგომ თვეებშიც გააგრძელებს და პირველი პრეზენტაციით ივნისში დაგეგმილ, შემაჯამებელ კონფერენციაზე წარდგება. მერია აქტიურად ჩაერთო მოცემულ პროცესში და გამოხატა სრული მზაობა და მხარდაჭერა ოზურგეთში მრავალფუნქციური შემოქმედებითი კლასტერის განვითარების საკითხთან დაკავშირებით.

მოცემული ინიციატივა იუნესკოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში”  ხორციელდება და საქმიანობათა ციკლის ნაწილია, რომელიც 2022 წლის ივნისში დაგეგმილ კონფერენციაზე შეჯამდება.