სიახლეები - CinéDOC-Tbilisi აცხადებს კადრების მიღებას

CinéDOC-Tbilisi აცხადებს კადრების მიღებას

18.04.2017
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი-CinéDOC-Tbilisi აცხადებს კადრების მიღებას შემდეგ პოზიციებზე:

მოხალისეები - მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ჩაერთვებიან ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში, იმუშავებენ საერთაშორისო სტუმრებთან ან დაგვეხმარებიან კინოთეატრებში. (ინგლისური ენა პრიორიტეტულია)

სტუდენტური ჟიური - სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებსაც გადაეცემათ აკრედიტაცია, დაესწრებიან კინოჩვენებებს და დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოავლენენ სტუდენტების რჩეულ ფილმს.

რეგიონული კოორდინატორები - მათ, ვისაც სურს მეტი კულტურული აქტივობა საკუთარ რეგიონში, CinéDOC-Tbilisi სთავაზობს თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც მთელი წლის განმავლობაში გაიმართება კინოჩვენებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. (სამოტივაციო წერილის გარეშე განაცხადი არ განიხილება)

ტექნიკური დეპარტამენტი - ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში ტექნიკური მიმართულებით, შეუძლია ვიდეო ფორმატებთან მუშაობა, იცის Adobe Premiere და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, ველოდებით ჩვენს გუნდში.

სოციალური ქსელების ადმინისტრატორი - თუ გაქვს სოციალური ქსელების მართვის გამოცდილება, ხარ კრეატიული, შეგიძლია სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, სარეკლამო ვიზუალის და ტექსტის შერჩევა, მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და ბრენდის შესახებ სოციალურ ქსელში იმიჯის ჩამოყალიბება შემოუერთდი CinéDOC-Tbilisi-ს საორგანიზაციო ჯგუფს. (ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა აუცილებელია).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული