სიახლეები - Fazzoletto - აქსესუარების ახალი ქართული ბრენდი მამაკაცებისთვის

Fazzoletto - აქსესუარების ახალი ქართული ბრენდი მამაკაცებისთვის

11.04.2017
ქართულ ბაზარზე ახალი კონცეფციისა და პროფილის ბრენდი Fazzoletto გამოჩნდა. კომპანიას პრიორიტეტულ მომხმარებელთა კატეგორია განსაზღვრული აქვს – ბიზნეს კლასის წარმომადგენელი მამაკაცები, რომლებიც საქმიან, კლასიკურ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ამ ეტაპზე, კომპანია ორი ქართველი დიზაინერი გოგონას მიერ შექმნილ აქსესუარებს – ტორშეტებს (პიჯაკის წინა ჯიბეში ჩასადები აქსესუარი) და ჰალსტუხებს სთავაზობს მომხმარებელს. Fazzoletto-ს ნაწარმი, სულ რაღაც 2 დღეა, რაც თბილისში, სავაჭრო გალერეა „მერანში” და მაღაზია „და ვინჩიში” გამოჩნდა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებაც დაიწყო. კომპანია ახალი დიზაინისა და მაღალი ხარისხის აქსესუარების შეთავაზებას გეგმავს, ქართველი და არამხოლოდ ქართველი, საქმიანი მამაკაცებისთვის.

დაწვრილებით იხ. ბმული.