სიახლეები - Garage 48 - 48 საათი ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის

Garage 48 - 48 საათი ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის

19.04.2017
21 აპრილს, 17:30 საათზე, სასტუმრო რუმსში და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.პროექტის Garage 48 ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi, თიბისი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს Impact Hub-ის ერთთვიან ულიმიტო წევრობას და პრიზებს თიბისი ბანკისგან.

Garage 48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება, მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

წყარო