სიახლეები - IdeaLab / TeamLab

IdeaLab / TeamLab

01.03.2019
IdeaLab/ TeamLab - შესანიშნავი შესაძლებლობაა იპოვოთ თანამოაზრეები და განავითაროთ თქვენი ბიზნეს იდეა.

იდეალაბზე თქვენ შეიძენთ ინოვაციური პროდუქტის ან სერვისის იდეის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, თიმლაბის ფარგლებში, კი, გამოცდილი ესტონელი ექსპერტებისა და ქართველი მენტორების მხარდაჭერით, დაამუშავებთ და განავითარებთ თქვენს იდეას თანაგუნდელებთან ერთად.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა!

რეგისტრაცია სავალდებულოა.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

თარიღი: 15-16 მარტი - თბილისი, მისამართი: სასტუმრო იოტა.
 
IdeaLab/TeamLab ტარდება შემოქმედებითი ესტონეთის, შემოქმედებითი კავკასიის და შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით. პროექტი ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი აერთიანებს სხვადასხვა კომპეტენციის მქონე ადამიანებს: მუსიკოსებს, მსახიობებს, მხატვრებს, მოცეკვავეებს, მარკეტერებს, ინჟინრებს, დიზაინერებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებს, ბიზნესის მართვის სპეციალისტებს და სხვა.
ორი დღის მანძილზე, გამოცდილი ესტონელი ექსპერტებისა და ქართველი მენტორების მხარდაჭერით, დაამუშავებთ და განავითარებთ თქვენს იდეას თქვენს თანაგუნდელებთან ერთად. სემინარის დასაწყისშივე შეირჩევა 5-8 გუნდი (საშუალოდ 3-5 სხვადასხვა პროფესიის ან ინტერესის ადამიანი თითოეულ გუნდში), რომლებიც ერთი გარკვეული შემოქმედებითი იდეის გარშემო გაერთიანდებიან.  თითოეული გუნდი დღის განმავლობაში გაივლის ბიზნეს იდეის განვითარებისათვის საჭირო წვრთნას მენტორების დახმარებით და დღის ბოლოს წარდგება ჟიურის წინაშე ბიზნესის განვითარების მოკლე გეგმა-პრეზენტაციით (Pitch).
სემინარის ბოლოს, საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს თითოეული თიმლაბიდან. გამარჯვებულ გუნდებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებითი მეწარმოების აკადემიის (Creative Entrepreneurship Academy) სტარტაპების კონკურსში ქვეყნის მასშტაბით, რომლის ჩატარება დაგეგმილია თბილისში, აპრილის დასაწყისში.

კონკურსში მონაწილე რამდენიმე საუკეთესო გუნდი კი, ჩაერთვება ბიზნეს აქსელერაციის პროგრამაში და ა.წ. მაისის თვეში გაემგზავრება ესტონეთში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსზე (Latitude 59) დასასწრებად.

ღონისძიება Facebook-ზე.