სიახლეები - Mirror Lab. – ორიგინალური ხელნაკეთი სარკეების სახელოსნო

Mirror Lab. – ორიგინალური ხელნაკეთი სარკეების სახელოსნო

20.04.2017
თუკი სარკეები ადრე ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა, ძალიან ძვირი იყო და მათი ყიდვა და კოლექციის შექმნა მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებსა და სამეფო ხალხს შეეძლო, დღეს, სარკეს ჩვენს პირად ცხოვრებასა თუ გარკვეულ პროფესიულ საქმიანობაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია ჩვენთვის.

სარკე გამოიყენება ფიზიკაში, მაგალითად, როგორც არეკლილი სხივის მიმართულების განმსაზღვრელი ხელსაწყო, მედიცინაში, ავტომანქანით მოძრაობისას, ფსიქოლოგიური ცდებისა თუ უბრალოდ, საკუთარი ანარეკლის დასანახავად. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ სარკის მაგიური ძალის და ფიქრობენ, რომ მას ადამიანის ბიოენერგოინფორმაციის დაჭერა და არეკვლაც შეუძლია.

ბავშვობის მეგობრებმა – ნინო ზაბახიძემ და თამარა ჩუბინიძემ – სარკე გამოიყენეს, როგორც ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო და შესაფერისი ატრიბუტი და შექმნეს „სარკის ლაბორატორია“ – ორიგინალური ხელნაკეთი სარკეების სახელოსნო. სტარტაპის დაწყების მოტივი იყო მათი სურვილი, ეკეთებინათ ის საქმე, რომელშიც მთელ ენერგიას დახარჯავდნენ. 

დაწვრილებით იხ. ბმული