სიახლეები - Neat Knit – ეკოლოგიურად სუფთა თოჯინები

Neat Knit – ეკოლოგიურად სუფთა თოჯინები

21.04.2017
მშობლების მხრიდან შვილებზე ზრუნვა, ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხო კვების, ჰიგიენის და შესაბამისი გარემოს შექმნის მცდელობებით გამოიხატება. თუმცა, რამდენად ვიცავთ ბავშვებს, როცა მათ ამა თუ იმ სათამაშოს ვყიდულობთ? “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ცნობით, ჩვენს ბაზარზე რეალიზებადი 10 დან 9 თოჯინა, ჯამრთელობისათვის საზიანო ნივთიერებებს შეიცავს. ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე, ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ამ მიმართულებით, ქართული კანონმდებლობის აღნიშნულ დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა, 2019 წლამდე არ იგეგმება. მანამდე კი, ორმა ქართველმა სტუდენტმა სალომე სილაგაძემ და ვანო კალმახელიძემ, ქართველი ბავშვებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების სტარტაპი – Neat Knit შექმნა. 

ინტერვიუ სტარტაპის ერთ-ერთ დამფუძნებელთან იხ. ბმულზე