სიახლეები - Re-Conception Bootcamp 2020

Re-Conception Bootcamp 2020

27.09.2020
თუ ხარ სტუდენტი ან/და ახალგაზრდა მეწარმე და გსურს განივითარო სამეწარმეო უნარები, გაიგო მეტი:
შემოქმედებითი ბიზნესების მუშაობის,
ბიზნესიდეის ვალიდაციისა და მარკეტინგის,
ბიზნესის მოდელების შესახებ,
ასევე, გაიუმჯობესო "პიჩინგის" უნარები, მაშინ - დარეგისტრირდი 11 ოქტომბრამდე და მონაწილეობა მიიღე RE-conception Bootcamp-ში.

ონლაინ სამეწარმეო ბანაკის, “RE-conception Bootcamp”-ის მონაწილე სტუდენტური გუნდები, მენტორების დახმარებით იმუშავებენ საქართველოში არსებული რეგიონული კულტურული ფესტივალების რეკონცეფციასა და სამეწარმეო პოტენციალის გაზრდაზე.
ღონისძიების პარტნიორი და მონაწილე ფესტივალები არიან:
კეფალფესტივალი (სამეგრელო),
როკვა (რაჭა),
ყაზბეგის ეთნო ფესტივალი (ყაზბეგი),
აქთუშეთი (თუშეთი)

სარეგისტრაციო ბმული: bit.ly/reconc-bootcamp2020

“ბუთქემფი” გაიმართება ონლაინ, სამეწარმეო ბანაკში მონაწილეობა უფასოა!

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
თარიღი: 15 - 26 ოქტომბერი (მოქნილი და ნაკლებად ინტენსიური განრიგი  [😊]  )
მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 11 ოქტომრამდე
სემინარის ორგანიზატორები არიან "შემოქმედებითი საქართველო" და ისტ ანგლიის უნივერსიტეტი (UEA, ინგლისი).
პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის, "შემოქმედებითი ნაპერწკალი - სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის", ფინანსური მხარდაჭერით.
___
RE-conception Bootcamp არის ორკვირიანი ონლაინ სამეწარმეო ბანაკი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს საქართველოში რეგიონული კულტურული ფესტივალების - კერძოდ, კეფალფესტივალის (სამეგრელო), როკვას (რაჭა), ყაზბეგის ეთნო ფესტივალის (ყაზბეგი), აქთუშეთის (თუშეთი) განვითარების გეგმები.

ბუთქემფის მიმდინარეობისას, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ ფესტივალების განვითარებაზე, მათი ფინანსური მდგრადობის სტრატეგიების დასახვასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში წვლილის გაზრდაზე.

ბუთქემფის მიმდინარეობისას, სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში, შეიძენენ პროექტის წერის უნარებს, გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს და გაეცნობიან საფესტივალო სექტორში გამოწვევებსა და სიახლეებს. ასევე, შეიძენენ კულტურის მენეჯმენტის უნარებს და გაეცნობიან საერთაშორისოდ ადაპტირებულ მენეჯმენტის ინსტრუმენტებს: იდეის ჩამოყალიბების ეტაპებს, საჭიროებების კვლევის მექანიზმებს, ბიზნეს მოდელებს, ვალიდაციასა და მარკეტინგს, აიმაღლებენ "პიჩინგის" უნარებს და სხვა.

ონლაინ სამეწარმეო ბანაკის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდებიან ადგილობრივი და ბრიტანული ფესტივალების მენეჯერებს, ასევე, ბრიტანელ ტრენერებს შემოქმედებითი მეწარმეობის დარგში.

ბუთქემფის ფარგლებში შემუშავებული პროექტების “პიჩინგი” “რეკონცეფციის” მეორე წლის დასკვნით ონლაინ კონფერენციაზე გაიმართება.

საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ სამ გუნდს, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ შემოქმედებითი ინდუსტრიების დარგში, ცნობილი ინგლისელი ექსპერტის დევიდ პერიშის ონლაინ სამეწარმეო პროგრამაზე ექსკლუზიურ პაკეტებს - https://www.davidparrish.com/.../covid-19-business... on-and-transformation/

სამეწარმეო ბანაკის მონაწილეები სხვა საინტერესო საჩუქრებსაც მიიღებენ.

რეკონცეფციის პროექტების პიჩინგი გაიმართება ინგლისურ ენაზე!

​მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
ღონისძიების ფოტო ეკუთვნის Sight Georgia-ს