News - TOT (Training Of Trainers) სესიები დასრულდა

TOT (Training Of Trainers) სესიები დასრულდა

9/18/2020
დასრულდა ტრენერთა ტრენინგი 2020 ერიკა ვოტსონთან ერთად.

ჩვენი გუნდი ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ოთხ ფესტივალთან, რომლებმაც წინასწარ გაიარეს შესარჩევი ეტაპი. ესენია:
 
ROKVA ფესტივალი
კეფალის ფესტივალი 
აქთუშეთიი
Kazbegi Fest

სესიების განმავლობაში მონაწილეებმა დაამუშავეს კანვას ბიზნეს მოდელი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მიიღეს საჭირო უკუკავშირი ისტ ანგლიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან და, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან.

აქვე გეტყვით, რომ შემოქმედებითი საქართველო ოქტომბრის ბოლოს შემოგთავაზებთ სტუდენტურ ბუთქემფს, სადაც მონაწილეები იმუშავებენ ფესტივალების გაუმჯობესებაზე.