TeamLab

01.03.2019
TeamLab - შესანიშნავი შესაძლებლობა იპოვო თანამოაზრეები და განავითარო შენი ბიზნეს იდეა.

- გაქვს შემოქმედებითი იდეა და არ გყავს გუნდი, რომელთან ერთადაც იმუშავებ ამ იდეის ბიზნესად განვითარებაზე?

- ან, შეიძლება არ გაქვს იდეა, მაგრამ გსურს, რომ გახდე სხვისი შემოქმედებითი იდეის ბიზნეს გუნდის წევრი?

მაშინ, ვორკშოპი / კონკურსი TeamLab შენთვისაა.

თიმლაბში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაცია სავალდებულოა.

თარიღები/ადგილმდებარეობა:

12 მარტი - ბათუმი, მის: თავისუფალი სივრცე, ზ. გამსახურდიას ქ.N 6. რეგისტრაცია

13 მარტი - ზუგდიდი, მის: ტექნოპარკი ზუგდიდი, ლაღიძის ქ.N 2. რეგისტრაცია


პროექტი აერთიანებს სხვადასხვა კომპეტენციის მქონე ადამიანებს: მუსიკოსებს, მსახიობებს, მხატვრებს, მოცეკვავეებს,  მარკეტერებს, ინჟინრებს, დიზაინერებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებს, ბიზნეს ადმინისტრატორებს და სხვა.

ერთი დღის მანძილზე, გამოცდილი ესტონელი ექსპერტებისა და ქართველი მენტორების მხარდაჭერით, დაამუშავებთ და განავითარებთ თქვენს იდეას თქვენს თანაგუნდელებთან ერთად.

სემინარის დასაწყისშივე შეირჩევა 5-8 რამდენიმე გუნდი (საშუალოდ 3-5 სხვადასხვა პროფესიის ან ინტერესის ადამიანი თითოეულ გუნდში), რომლებიც ერთი გარკვეული შემოქმედებითი იდეის გარშემო გაერთიანდებიან.

თითოეული გუნდი დღის განმავლობაში გაივლის ბიზნეს იდეის განვითარებისათვის საჭირო წვრთნას მენტორების დახმარებით და დღის ბოლოს წარსდგება ჟიურის წინაშე ბიზნესის განვითარების მოკლე გეგმა-პრეზენტაციით (Pitch).

სემინარის ბოლოს, საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს თითოეული თიმლაბიდან. გამარჯვებულ გუნდებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებითი მეწარმოების აკადემიის (Creative Entrepreneurship Academy) სტარტაპების კონკურსში ქვეყნის მასშტაბით, რომლის ჩატარება დაგეგმილია თბილისში, აპრილის დასაწყისში.

კონკურსში მონაწილე  რამოდენიმე საუკეთესო გუნდი კი, ჩაერთვება ბიზნეს აქსელერაციის პროგრამაში და ა.წ. მაისის თვეში გაემგზავრება ესტონეთში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსზე (Latitude 59) დასასწრებად.

TeamLab საქართველოს სამ ქალაქში — ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში გაიმართება შემოქმედებითი ესტონეთის (Loov Eesti), შემოქმედებითი კავკასიის (Creative Caucasus) და შემოქმედებითი საქართველოს (Creative Georgia) ორგანიზებით. პროექტი ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ზუგდიდის ტექნოპარკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

ბათუმის Teamlab-ის ღონისძიება Facebook-ზე.

ზუგდიდის Teamlab-ის ღონისძიება Facebook-ზე.