TeamLab

21.02.2018
- გაქვს იდეა და არ გყავს გუნდი, რომელთან ერთადაც იმუშავებ იდეის განვითარებაზე? 

- ან არ გაქვს იდეა, მაგრამ გსურს, რომ დაეხმარო სხვას იდეის განხორციელებაში?

მაშინ, კონკურსი TeamLab შენთვისაა! 


💡 თიმლაბში მონაწილეობა უფასოა!! 

💡 დარეგისტრირდი

💡 რეგისტრაცია სავალდებულოა!!

TeamLab საქართველოს სამ ქალაქში — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება შემოქმედებითი ესტონეთისშემოქმედებითი საქართველოს და სიბისი საქართველოს ორგანიზებით.

თარიღები/ადგილმდებარეობა:
 
  • 6 მარტი, თბილისი, ფაბრიკა: ნონეშვილის 8;
 
  • 8 მარტი, ბათუმი, თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მის: ზ. გამსახურდია 1/5 (CAS BATUMI);
 
  • 10 მარტი, ქუთაისი, ჩაის სახლი ფოე ფოე, შ. რუსთაველის გამზირი 5.

TeamLab გაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას იპოვო თანამოაზრეები და განავითარო შენი იდეა!

პროექტი აერთიანებს სხვადასხვა კომპეტენციის მქონე ადამიანებს: მარკეტერებს, ინჟინრებს, დიზაინერებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებს, ბიზნეს ადმინისტრატორებს და სხვა.

ერთი დღის მანძილზე, გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით, დაამუშავებთ და განავითარებთ თქვენს იდეას. 

სემინარის ბოლოს, საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ გუნდს თითოეული თიმლაბიდან. გამარჯვებულ გუნდებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებითი მეწარმოების აკადემიის (CEA) კონკურსში (Bootcamp), რომელიც გაიმართება თბილისში, 4-5 აპრილს. Bootcamp-ში მონაწილე 5 საუკეთესო გუნდი კი, ჩაერთვება ბიზნეს აქსელერატორის პროგრამაში.

თიმლაბის განსაკუთრებული პრიზია - CBC Georgia-ს კონკურსის ნახევარფინალში მონაწილეობა!

OPEN THE DOORS – THE WORLD IS WAITING FOR YOU!

დღის წესრიგი:

09:15 – 10:00 რეგისტრაცია
10:00 - 10:20 მოდერატორი რაიტ არო
10:20 - 10:40 პრეზენტაცია 
10:40 - 11:40 იდეების პიჩინგი (3 წუთი თითოეული იდეის წარდგენისთვის)
11:40 - 12:00 ჯგუფებში გადანაწილება 
12:00 - 14:00 ჯგუფებში მუშაობა 
14:00 - 15:00 ლანჩი 
15:00 - 15:30 ბიზნეს მოდელის პრეზენტაცია; რაიტ არო 
15:30 - 16:30 ბიზნეს მოდელის შექმნა 
16:30 - 17.30 პიჩინგისთვის მზადება 
16:30 - 17:00 შესვენება (ყავა/ჩაი) 
17:00 - 18:00 პიჩინგი (10 წუთი თითოეული ჯგუფისთვის) 
18:00 დაჯილდოების ცერემონია 


თიმლაბი ორგანიზებულია - შემოქმედებითი ესტონეთის, შემოქმედებითი საქართველოს, სიბისი საქართველოს (CBC Georgia) მიერ. 
პროექტი ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია