UP-start

15.02.2019
21 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში), გაიმართა პროექტ „UP-start”-ის პრეზენტაცია.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე მედია ინკუბატორის დაარსებას და სტუდენტებისთვის ბიზნეს პროექტების განვითარების ხელშეწყობას. ამას გარდა, სტუდენტებში ბიზნეს უანრების განვითარებასა და მათი ინგლისური ენის დონის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში ასევე, შემუშავდება სასწავლო კურიკულუმი, რომელიც იქნება ორიენტირებული კულტურის მენეჯმენტზე და ეტაპობრივად მოხდება აკადემიის სასწავლო პროცესში ადაპტირება. კურიკულუმი შემუშავდება როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო დონეებისთვის.
 
ხოლო 19-20 თებერვალს, აპსტარტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისთვის (TOT). პოტენციური ტრენერები არიან აკადემიის თანამშრომლები და გადამზადდნენ ინკუბატორისთვის.

პროექტი არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის“ გამარჯვებული.
 
პროექტის პარტნიორები არიან: შემოქმედებითი საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, Creative Solutions და Advantage Creative.

ღონისძიება Facebook-ზე