სიახლეები - მასტერკლასი - Რა არის შემოქმედებითი მეწარმეობა: შექმენი შენი ბიზნესფორმულა

მასტერკლასი - Რა არის შემოქმედებითი მეწარმეობა: შექმენი შენი ბიზნესფორმულა

12.03.2021
Მასტერკლასი, “Რა არის შემოქმედებითი მეწარმეობა: შექმენი შენი ბიზნესფორმულა”, ტარდება სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს, საგრანტო პროგრამის: "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის", ფარგლებში.

თარიღი: 17 მარტი, ოთხშაბათი, 2021
დრო: 14:00 სთ.
ადგილი: Zoom.us

Ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა - https://forms.gle/HYP64X5gZTJGQtgf6

Მასტერკლასს გაუძღვება - დევიდ პერიში, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ექსპერტი, საერთაშორისო ბიზნეს მრჩეველი, სპიკერი და ტრენერი. Დევიდი არის ისეთი სახელმძღვანელოების ავტორი, როგორებიცაა: “სტრატეგიული მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის”, “შენი შემოქმედებითი ბიზნესის დიზაინი” და სხვა. Მას ასევე შემუშავებული აქვს ონლაინ სასწავლო კურსები შემოქმედებითი მეწარმეებისთვის. Დევიდ პერიში არის შემოქმედებითი მეწარმეობის დიდი გულშემატკივარი.

Ონლაინ მასტერკლასზე - “Რა არის შემოქმედებითი მეწარმეობა: შექმენი შენი ბიზნესფორმულა”, დევიდ პერიში ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ შემოქმედებითი ნიჭი და ბიზნესტექნიკები, თქვენი ბიზნესის კომეციული წარმატებისთვის. Იგი გაგვაცნობს იმ მიდგომებს, რომლითაც შეძლებთ თქვენი ბიზნესის უნიკალური ფორმულის პოვნას.

Დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ, დევიდ პერიშის ვებ-გვერდს - davidparrish.com
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მასტერკლასზე დასასწრებად.
#mycreativespark #creativegeorgia #britishcouncil #davidparrish