სიახლეები - Young Lions Georgia-ს დაჯილდოების ცერემონია

Young Lions Georgia-ს დაჯილდოების ცერემონია

18.04.2017
19 აპრილს, Spacehall-ში, Young Lions Georgia-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებული გუნდები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან და ოქროს მედლის მფლობელი 5 გუნდი, ივნისში, „კანის კრეატიულ ფესტივალზე“, საქართველოს სახელით გაემგზავრება და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს! ცერემონიის შემდეგ გაიმართება საქართველოში, ახალი #თაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჰიპ-ჰოპ აქტის - MokuMoku-ს ლაივ პერფორმანსი. სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2017-ის“ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი თბილისში, I აპრილს დაიწო და 5 კატეგორიაში - PRINT, CYBER, YOUNG MARKETERS, DESIGN, FILM - ჩატარდა. კონკურსის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“.

ინფორმაციის წყარო