სიახლეები - Youth Speak ფორუმი და თბილისის სამეწარმეო სამიტი

Youth Speak ფორუმი და თბილისის სამეწარმეო სამიტი

20.04.2017
გაქვთ იდეა? გსურთ, რომ სამომავლოდ გახდეთ მეწარმე? მაშინ "Youth Speak Forum" და "Tbilisi Entrepretuerial Summit" სწორედ თქვენთვისაა.

მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ი გაძლევთ უნიკალურ შანსს სრულიად უ ფ ა ს ო დ მიიღოთ მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ სამიტში. 5-7 მაისს AIESEC-ი,“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთნ“ და თანამშრომლობით, გეგმავს პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სტარტაპებს სამომავლოდ:

✅ განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები
✅ შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამეწარმეო სფეროს შესახებ
✅ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და იდეები
✅ მოიპოვონ დაფინანსება
✅ შეძლონ დღევანდელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების მიღება

პროექტი იყოფა ორ ეტაპად:


I დღე
“Youth Speak” - დაეთმობა მოწვეულ სპიკერებს, რომლებიც თავიანთი სფეროს წარმატებული ლიდერები არიან. ისინი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ჩატარდება ვორქშოპები და მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს*.


II–III დღე
სამიტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე* და მათი ინოვაციური გადაჭრის გზებზე. მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად. ისინი შექმნიან და წარადგენენ პროექტებს, რომლებიც სამიტის განმავლობაში მიღებული ცოდნის და მათი კრეატივის ერთობლივი ასახვა იქნება. გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის იხ. ბმული