სიახლეები - ადვოკატირების ონლაინ კურსი

ადვოკატირების ონლაინ კურსი

24.04.2017
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა  გთავაზობთ ადვოკატირების ონლაინ კურსს. კურსის ფარგლებში, თქვენ შეიტყობთ თუ როგორ დაგეგმოთ ადვოკატირების კამპანია: პრობლემის ძიების ეტაპიდან შედეგების შეფასების ეტაპამდე. კომუნიკაციის და ადვოკატირების ექსპერტი, ანუშ ბეგლოიანი, განიხილავს წარმატებული კამპანიების რეალურ მაგალითებს და გასწავლით, როგორ უნდა მივაღწიოთ სოციალურ ცვლილებებს ლობირების, ზემოქმედების და საინფორმაციო კამპანიების გზით. შეიტყობთ, როგორ უნდა იმუშაოთ სამიზნე აუდიტორიასთან და გავლენის აგენტებთან, აგრეთვე – როგორ უნდა შედგეს პრომომასალები. მოკლე ტესტირების შემდეგ თქვენ შეძლებთ სერტიფიკატის მიღებას.

კურსის გასავლელად იხ. ბმული