სიახლეები - ციფრული თხრობის სემინარი

ციფრული თხრობის სემინარი

20.02.2018

არ აქვს მნიშვნელობა ხარ მეწარმე, სტარტაპერი თუ ახლა იწყებ შენი ბიზნესისა თუ პროექტის განვითარებას, ინფორმაციის მკაფიოდ, სხარტად და მიმზიდველად გადმოცემა დაგეხმარება პროდუქტის უკეთესად წარმოჩენაში და საზოგადოებისთვის საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდებაში.

 

⚫ სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაცია

⚫ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 მარტი!

ფონდი კალვერტ 22, შემოქმედებითი საქართველო და ბრიტანეთის საელჩო გიწვევთ სემინარზე, რომელზეც მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ციფრული თხრობის ინსტრუმენტები თქვენი ბრენდის ზრდისთვის.

სემინარს გაუძღვება უილ სტრონგი, ცნობილი და წარმატებული ჟურნალიდან - The Calvert Journal.

სამსაათიანი, ინტერაქტიული სემინარი განკუთვნილია შემოქმედებითი ბიზნესის და სოციალურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

სემინარის მიმდინარეობისას იმუშავებთ პატარა ჯგუფებში, ხოლო დასრულებისას წარადგენთ თქვენს იდეას მცირე აუდიტორიასთან. 

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სემინარისთვის საჭირო ყველა მასალას.

სემინარის თემებია:
- რატომ არის მნიშვნელოვანი ამბის ციფრული თხრობა მეწარმეებისთვის;
- როგორ გავიაზროთ მომხმარებლის ქცევა;
- რჩევები, თუ როგორ დავწეროთ ამბავი, ისე, რომ მან გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე;
- რა ციფრული ინსტრუმენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მისამართი: სკოლა • Skola Coffee & Wine Bar, შოთა რუსთაველის გამზირი #17

ღონისძიება იმართება ფონდ კალვერტ 22-ის, შემოქმედებითი საქართველოსა და ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლობით.

ღონისძიების მხარდამჭერია "სკოლა • Skola Coffee & Wine Bar".

დამატებითი ინფორმაცია