სიახლეები - ცვლილება კონკურსებთან დაკავშირებით

ცვლილება კონკურსებთან დაკავშირებით

18.03.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიცვალა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე შემოსული საპროექტო განაცხადების განხილვისა და საკომისიო გადაწყვეტილების მიღების ვადები. 


კერძოდ, მოცემული ეტაპისთვის ცვლილებები შეეხო შემდეგ კონკურსებს:

1) „ხელოვანების მობილობა“ - საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი გახანგრძლივდა და ნაცვლად 2020 წლის 5-16 მარტისა, განისაზღვრა 2020 წლის 15 აპრილამდე;

2) „თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები“ - საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი გახანგრძლივდა და ნაცვლად 2020 წლის 3 - 20 მარტისა, განისაზღვრა 2020 წლის 20 აპრილიდან - 24 აპრილის ჩათვლით.