სიახლეები - დარეგისტრირდით მენტორობის სესიებზე / BIG IDEA CHALLENGE

დარეგისტრირდით მენტორობის სესიებზე / BIG IDEA CHALLENGE

03.03.2021

თუ ხარ 18-35 წლის და გაქვს შემოქმედებითი ბიზნესიდეა,
თუ გსურს გაიგო მეტი შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ და შეიძინო ბიზნესუნარები,
თუ გსურს შენი შემოქმედებითი ბიზნესიდეა წარადგინო საერთაშორისო სტარტაპ იდეების კონკურსზე BIG IDEA CHALLENGE - (http://bit.ly/2ZKYwin)

გამოგზავნე განაცხადი მენტორობის სესიებზე, მიმდინარე წლის 4 მარტამდე (https://forms.gle/Sybpr2FZuYD5qBpt8)

რეგისტრაცია შეუძლია ინდივიდსა და გუნდს,
გუნდის შემთხვევაში მაქსიმალური რაოდენობაა 3 წევრი (გუნდი შესაძლებელია შედგებოდეს 2 წევრისგანაც).

მენტორობის სესიები ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ და ქართულ ენებზე. სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმალური ცოდნა.

ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემოქმედებითი ბიზნესსაქმიანობის ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას, გაიგებენ მეტს სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნეს იდეის წარდგენის (პიჩინგის) შესახებ. სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მენტორები მონაწილეებს მოამზადებენ საკუთარი იდეის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსზე წარდგენისათვის.


საერთაშორისო სტარტაპ იდეების კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს: პერსონალურ მენტორობის პაკეტს,
3 000 ფუნტს გრანტის სახით ან ექსკლუზიურ პაკეტს Startup Sprint Course-ზე.


კონკურსი ტარდება ოთხ კატეგორიაში:
[✔]  კლიმატური ცვლილებები;
[✔]  სოციალური გავლენა;
[✔]  შემოქმედებითი იდეა;
[✔]  ციფრული ტექნოლოგიები.


მენტორობის სესიები იმართება პროექტ “რეკონცეფციის” ფარგლებში და მას ორგანიზებას უწევს სსიპ შემოქმედებითი საქართველო.
პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს, პროგრამის “შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის” ფინანსური მხარდაჭერით.
თუ დაინტერესებული ხარ შემოქმედებითი მეწარმეობით და გსურს საინტერესო პროცესების მონაწილე იყო, დარეგისტრირდი დღესვე!

#mycreativespark #changetheworld #creativegeorgia #britishcouncil #mentoring