სიახლეები - დაიწყო განაცხადების მიღება რეგიონებში სტრიტ არტის შესაქმნელად

დაიწყო განაცხადების მიღება რეგიონებში სტრიტ არტის შესაქმნელად

19.04.2017
პროექტი “სტრიტ არტი გარემოს დასაცავად” იწვევს მონაწილეებს. თუ ხარ სტრიტ არტით დაინტერესებული ახალგაზრდა და ცხოვრობ საქართველოს რომელიმე ქალაქში (თბილისის გარდა), დაინტერესებული ხარ ამავდროულად გარემოს დაცვის საკითხებით და გსურს ხელი შეუწყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით, გამოაგზავნე აპლიკაცია 30 აპრილამდე.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 3 ახალგაზრდა, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარ ქალაქში განათავსონ ნამუშევარი გარემოს დაცვის თემატიკაზე.

აპლიკაცია და პროექტის დეტალები იხილეთ ბმულზე.