სიახლეები - ინტენსიური საწვრთნელი ბანაკი 2019

ინტენსიური საწვრთნელი ბანაკი 2019

21.03.2019
გიწვევთ შემოქმედებითი სტარტაპების ერთდღიან ინტენსიურ საწვრთნელ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2019-ის ფარგლებში ტარდება.

დღის ბოლოს, საწვრთნელი ბანაკის მონაწილე სტარტაპებიდან ჟიური შეარჩევს რამოდენიმე საუკეთესო გუნდს, რომლებიც 6 აპრილს გაივლიან დამატებით მომზადებას. იმავე საღამოს ჟიური აარჩევს რამდენიმე სტარტაპს, რომელიც მაისის თვეში მონაწილეობას მიიღებს ტალინში გამართულ სტარტაპების საერთაშორისო ფორუმზე.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე გამოცდილი ესტონელი ექსპერტების ხელმძღვანელობით და დაეთმობა სტარტაპების განვითარების 4 მნიშვნელოვან სფეროს:

1. მოკლე წარდგინება (Pitch)
2. სტარტაპის ბიზნეს მოდელის განვითარება და დახვეწა (Business Model Development)
3. სტარტაპის პროდუქტის ან მომსახურების პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანა (Service/Product Design)
4. სტარტაპის პროდუქტის ან მომსახურების ბრენდირება (Branding)

თარიღი: 5 აპრილი, 2019
ჩატარების ადგილი: მალე გამოცხადდება
დრო: 11:00-17:00
საწვრთნელი სემინარი (ბუტკემპი) დაიწყება ზუსტად 11:00 საათზე.

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი. შემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს სტარტაპებს, რომლებიც მიიღებენ ღონისძიებაში მონაწილეობის დასტურის წერილს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

საკონტაქტო ინფორმაცია: Tel: +995 595 057 495 | Email: creativecaucasus@gmail.com

ღონისძიება Facebook-ზე