სიახლეები - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ცხოველების გადასარჩენად

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ცხოველების გადასარჩენად

19.04.2017
22-23 აპრილს, სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, რომელიც  უკვე მეოთხედ ტარდება. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელოვანებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების (GSPSA) დახმარებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ძაღლების შოუ, ასევე სავაჭრო ცენტრის ეზოში მოეწყობა ჯანმრთელი ლეკვების გაჩუქების აქცია. 

ღონისძიება 22 აპრილს, დილის 12:00 -დან 15:00- საათამდე გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე.