სიახლეები - ხელნაკეთი საქორწილო ნივთების სტარტაპი -FernY

ხელნაკეთი საქორწილო ნივთების სტარტაპი -FernY

13.04.2017
ბრენდი „FernY • ფერნი“, რომელიც საქორწილო დიზაინის კომპოზიციებს, ნახატებს, ილუსტრაციებს და სხვადასხვა ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს აწარმოებს, არის ორი ინდუსტრიის - ფლორისტიკის და მხატვრობის ერთმანეთთან შერწყმის შედეგი. ბრენდი სრულიად სპონტანურად, სულ ცოტახანია რაც შეიქმნა, როდესაც ორმა ახალგაზრდა ხელოვანმა ანუკა ვაშაძემ და სალომე ხაზარაძემ აღმოაჩინეს, რომ ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ და გადაწყვიტეს ერთად ეკეთებინათ მათთვის საინტერესო საქმე.  „მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენი ხელსაქმის შერწყმით შევქმნათ რაიმე ახალი, როგორც ფლორისტიკაში, ასევე მხატვრობაში, რადგან თითოეული ჩვენი ნამუშევარი არის ჩვენივე გამოცდილებებისა თუ ემოციების გამოხატულება.“  

ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებლებთან იხ. ბმულზე.