სიახლეები - კონკურსები

კონკურსები

13.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით, თებერვლისა და მარტის თვეში, შემოქმედებითი საქართველო ხუთ კონკურსს გამოაცხადებს!



 
ფესტივალების ხელშეწყობა

8 თებერვალი - 6 მარტი 

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ხელოვნების პერიოდული ფესტივალების განვითარებას და მათ მდგრადობას.

განაცხადების მიღება დაიწყო 8 თებერვალს!

დამატებითი ინფორმაცია
 
კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანთათვის BoCs Art რეზიდენციაში (კოზენცა, იტალია) მონაწილეობისთვის. 

15 თებერვალი - 15 მარტი

კონკურსის ამოცანაა ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების დარგში მომუშავე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ხელშეწყობა იტალიის ქალაქ კოზენცაში, BoCs Art რეზიდენციაში მონაწილეობისთვის. 

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა სულ 20-მდე ახალგაზრდა ხელოვანი!

განაცხადების მიღება დაიწყო 12 თებერვალს!

დამატებითი ინფორმაცია
 

თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში

15 თებერვალი - 15 მარტი
 
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებას, ადგილობრივი ხელოვნების პროდუქტის შექმნას და მის ინტერნაციონალიზაციას, სახვითი ხელოვნების სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების მდგრად განვითარებას.

განაცხადების მიღება დაიწყება 15 თებერვალს!

დამატებითი ინფორმაცია
 


ხელოვანთა მობილობა 

15 თებერვალი - 15 ნოემბერი
 
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვანების და სახელოვნებო სექტორში მოღვაწე პროფესიონალების მობილობას, პროფესიულ განვითარებასა და მათი წარმოებული პროდუქტის ინტერნაციონალიზაციას.

განაცხადების მიღება დაიწყება 15 თებერვალს!

დამატებითი ინფორმაცია

 
შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება

18 მარტი - 15 აპრილი

 
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის მდგრადი განვითარება, შემოქმედებითი მეწარმეების გაძლიერება და ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნისა და მისი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

განაცხადების მიღება დაიწყება 18 მარტს!

დამატებითი ინფორმაცია