სიახლეები - კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად

კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად

07.10.2021
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ (პრიოროტეტი - ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა) ფარგლებში აცხადებს კონკურსს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.


კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
  • საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
  • საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;

გ) ყმაწვილებისთვის, 13 + 
 
  • საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
  • საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
  • საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);
  • საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
  • საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);
  • საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და ფიზიკურ პირებს


თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით);
კონკურსის ვადები:
საპროექტო განაცხადები მიღება ხდება 2021 წლის 7 ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის 12:00 
საათამდე;

კონკურსანტებმა ნაწარმოებების ნაბეჭდი წიგნის სახით წარმოდგენა უნდა უზრუნველყონ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის # 28)

ნაწარმოებების ბეჭდური ფორმით მიღების თარიღებია:
26 ოქტომბერი 12:00 - 16:00
27 ოქტომბერი 12:00 - 16:00
28 ოქტომბერი 12:00 - 16:00
29 ოქტომბერი 12:00 - 16:00

ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ შესაძლებელია პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოთ მხოლოდ ელექტრონული ფორმით.


კომისია საპროექტო განაცხადებს განიხილავს და კონკურსანტთა დაჯილდოვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საპროექტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 30 სამუშაო დღის ვადაში;

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 2021 წლის დეკემბრის თვეში.

დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის გადმოსაწერად იხილეთ ბმულები:

კონკურსის წესი და პირობები

დანართი N1 -განცხადების ფორმა

დანართი-N2-სააპლიკაციო ფორმა