სიახლეები - კონკურსი: ხელოვანების მობილობა

კონკურსი: ხელოვანების მობილობა

11.02.2019

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვანების და სახელოვნებო სექტორში მოღვაწე პროფესიონალების მობილობას, პროფესიულ განვითარებასა და მათი წარმოებული პროდუქტის ინტერნაციონალიზაციას;

კონკურსი ითვალისწინებს სამი ძირითადი მიმართულების ხელშეწყობას:
1) პროფესიული განვითარება - პროფესიული განვითარების მიზნით საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა: კონფერენციები, სემინარები, აქსელერატორები, ინკუბატორები, რეზიდენციები და სხვა, გარდა განათლების აკადემიური სასწავლო პროგრამებისა: ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა;
2) პროდუქტის ინტერნაციონალიზაცია - შემოქმედებითი ინდუსტრიების დარგში ქართველი მეწარმეების საერთაშორისო ბაზრობებში, გამოფენებში, კონკურსებსა და შოუ-ქეისებში მონაწილეობა და სხვა;
3) საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა - ქართველი ხელოვანების და სექტორის პროფესიონალების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორებიცაა: ფესტივალები, გამოფენები და გასტროლები, გარდა კერძო მოწვევებისა და სხვა.

კონკურსის ფარგლებში შემდეგი ხარჯების მოთხოვნა არის შესაძლებელი:
1) მგზავრობის, 2) განთავსების და 3) ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების.

კონკურსის პრიორიტეტია: ხელოვანების, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სექტორში მოღვაწე სპეციალისტების პროფესიული განვითარება, ქართული სახელოვნებო პროდუქტის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია სერთაშორისო ბაზარზე, საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობა.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება

სექტორში მოღვაწე პროფესიონალებს, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, ან ფლობენ პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან/და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.

მობილობით გათვალისწინებული თანხის მოცულობა

მობილობის ფარგლებში, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5,000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით);

კონკურსის ვადები 

1. მობილობა ცხადდება ღია კონკურსის სახით, წელიწადში ერთხელ: 2019 წლის 15 თებერვლიდან - 15 ნოემბრამდე, მობილობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ამოწურვამდე;
2. გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალურად მოწვეული კომისია, წელიწადში ოთხჯერ: 2019 წლის 15-25 მარტი, 15-25 მაისი, 15-25 აგვისტო, 10-20 ნოემბერი;
3. მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელიც გაფორმდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. მობილობა უნდა განხორციელდეს და საბოლოო ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა.
 


გადმოსაწერი მასალები:

გადმოწერეთ კონკურსის პირობების, განცხადების და ბიუჯეტის ფორმის ფაილები

შენიშვნა: განცხადების ფორმის შესავსებად დაგჭირდებათ ქართული ფონტი აკად ნუსხური, ფონტის კომპიუტერში არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გადმოწერეთ და დააინსტალირეთ.

გადმოწერეთ ფონტი: აკად ნუსხური


კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართებზე: dato@creativegeorgia.ge (555 000 931) ან khatiatchokhonelidze@gmail.com (593 75 00 76)

საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო 15 თებერვლიდან!

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით.