სიახლეები - კონკურსი: შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარების ხელშეწყობა

კონკურსი: შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარების ხელშეწყობა

23.09.2019

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს  საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციების მონაწილეობას, ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“
კონკურსის პრიორიტეტებია ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა
 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება


საქართველოში რეგისტრირებულ კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მიღებული  „შემოქმედებითი ევროპის“ დაფინანსება, როგორც პარტნიორის ასევე ლიდერის როლში  
 

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა


კონკურსის ფარგლებში სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს:
  • „შემოქმედებითი ევროპის“ წესების მიხედვით კონსორციუმის კოორდინატორი/ლიდერი ორგანიზაციისთვის თანადაფინანსების 30%
  • „შემოქმედებითი ევროპის“ წესების მიხედვით, კონსორციუმის ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციისთვის თანადავინანსების 20%
კონკურსის ფარგლებში მიღებული დაფინანსება არ უნდა ითვალისწინებდეს ფინანსური აქტივების და ინფრასტრუქტურული მომსახურებების შესყიდვას. 

საკონკურსო კომისია იტოვებს უფლებას დააკორექტიროს აპლიკანტის მიერ მოთხოვნილი თანხა და მოითხოვოს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. 

 

კონკურსის ვადები

 
  1. საკონკურსო განაცხადები მიიღება 23 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით;
  2. გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალურად მოწვეული კომისია საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში;
  3. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელიც გაფორმდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა; 
  4. ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 30 მაისისა.
 

 

გადმოსაწერი მასალები: 
 
   კონკურსის პირობები
   ბიუჯეტის ფორმა
   აპლიკაციის ფორმა


საკონტაქტო ინფორმაცია

 

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით ninagadilia@gmail.com