სიახლეები - კონკურსი - შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება - გამარჯვებული პროექტები 2020

კონკურსი - შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება - გამარჯვებული პროექტები 2020

29.06.2020
სსიპ შემოქმედებითი საქართველოს კონკურსის, „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების“  შედეგები ცნობილია.
2020 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 8 პროექტი, ორი ქვეპრიორიტეტიდან:
1. შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერება
2. შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობა.

კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის მდგრადი განვითარება, შემოქმედებითი მეწარმეების გაძლიერება და ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნისა და მისი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
 
შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებია:

მუზეუმები და შემოქმედებითი ინდუსტრიები: თანამშრომლობა, გამოწვევები, პერსპექტივები / ააიპ საქართველოს მუზეუმების ასოციაცია  - 19960 ლარი;

თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის ბიზნეს მოდელის კვლევა / შპს „სტუდიო ელ“ – 18500 ლარი; 

თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა / შპს „მულტივერს არქიტექტურა“ - 17786.6 ლარი; 

ხელოვანების მიერ შექმნილი სივრცეები, ეკონომიკა და ეკოსისტემა / ააიპ აქტივი კულტურისთვის - 16675 ლარი;

Idea2Design - იდეიდან შემოქმედებით პროექტამდე / ააიპ კრეატივ კაუკასუს - 12078.4 ლარი;


შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობა:

ხის სათამაშოების პროტოტიპების შექმნა აჭარული ეთნოგრაფიული ყოფის ელემენტებზე ნინო რაზმაძე - 5000  (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);​

სოკოს სათამაშოები / სოფიო კობიძე - 5000  (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);​

11 DragonFlies / ელენე ფირცხალავა - 5000  (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილმა საკონკურსო კომისიამ.