სიახლეები - კონკურსი: შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება

კონკურსი: შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება

12.02.2019
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის მდგრადი განვითარება, შემოქმედებითი მეწარმეების გაძლიერება და ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნისა და მისი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

კონკურსის პრიორიტეტია შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, ერთი მხრივ სექტორის ხელშემწყობი ინციატივებისა, მეორე მხრივ კი, თავად სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერა.



კონკურსი ითვალისწინებს:

I. შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერებას:
შემოქმედებითი ინდუსტრიების ვირტუალური და ფიზიკური პლატფორმების, კლასტერების შექმნა და განვითარება;
პროფესიული განვითარების და კომერციალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვა;
კვლევითი საქმიანობა, სახელმძღვანელოებისა და გზამკვლევების შემუშავება და თარგმნა;
ინოვაციური სტრუქტურების და მოდელების შემუშავება და ამოქმედება.

II. შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობას:
პროტოტიპის შექმნისთვის - ფაბლაბების, სახელოსნოების და სხვა ტიპის რესურსების გამოყენება და პროფესიული უნარების განვითარება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებს.

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა

კონკურსის ფარგლებში, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა 1. შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით შეადგენს მაქსიმუმ - 20 000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით), ხოლო 2. შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით - 5000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხა არ უნდა ითვალისწინებდეს მატერიალური/არამატერიალური აქტივების და ინფრასტრუქტურული მომსახურებების შესყიდვას.

კონკურსის ვადები

1. საკონკურსო განაცხადები მიიღება წელიწადში ორჯერ: 2019 წლის 18 მარტიდან - 15 აპრილამდე და 2019 წლის 17 ივნისიდან - 22 ივლისამდე;
2. გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალურად მოწვეული კომისია, საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღეში;
3. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელიც გაფორმდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
4. ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა.
 
გადმოსაწერი მასალები:

გადმოწერეთ კონკურსის პირობების, განცხადების და ბიუჯეტის ფორმის ფაილები

 

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართებზე: dato@creativegeorgia.ge (555 000 931) ან vato@creativegeorgia.ge


საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყება 18 მარტიდან!

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით.