სიახლეები - კონკურსი - თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები - გამარჯვებული პროექტები 2020

კონკურსი - თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები - გამარჯვებული პროექტები 2020

26.06.2020
სსიპ შემოქმედებითი საქართველოს კონკურსის, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალების ფარგლებში დაფინანსდა 14 პროექტი თბილისიდან და რეგიონებიდან. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ხელოვნების პერიოდული ფესტივალების განვითარებას და მათ მდგრადობას;
 
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებია:

 
“მდინარის მაგიური ბაღი“ / ააიპ თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი - 24450.00 ლარი;

„წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი“ 2020 / ა/ო წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი - 23565.00 ლარი;

„კირკე - ცეკვისა თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა“ / ააიპ სამი კურდღელი - 23486.00 ლარი; 

„თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ / შპს კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდი - 22643.00 ლარი; 

„თბილისის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი“
ააიპ „ პლატფორმა ცვლილებებისთვის“ - 21430.00 ლარი; 

„Oxygen No Fair - გამოფენა: Know Thy Neighbor - იცნობდე შენს მეზობელს“ / ააიპ “პროპაგანდა” - 19950.00 ლარი; 

ააიპ თბილისის არქიტექტურის ბიენალე - „რა გვაქვს საერთო?“ - 18700.00 ლარი; 
„ქოლგა თბილისი ფოტო 2020“ / შპს თბილფოტო - 17490.00 ლარი; 

„ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ნიკო“ / ა(ა)იპ ფესტივალი 1862  - 17480.00 ლარი; 

„ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გამო-ხატე“ / საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაცია - 16306.00 ლარი; 

„აქთუშეთიი ჩიტისთვალაი“ - მუსიკის ონლაინ ფესტივალი თუშეთიდან / ააიპ აქთუშეთიი- 14500.00 ლარი; 

„თბილისის ახალი დრამის ფესტივალი 2020” / ააიპ „დიალოგისა და განვითარების სახლი (დიდი სახლი)” – 10000 ლარი; 

„საერთაშორისო პრინტ ფესტივალი Life NStyle 2020“ / ააიპ ფონდი არტ კავკასია -10000 ლარი; 

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტრა 2020“ / ააიპ „არტელი-რაჭა“ – 10000 ლარი; 

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალების კონკურსში გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილმა საკონკურსო კომისიამ.