სიახლეები - კონკურსი - თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები

კონკურსი - თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები

03.02.2020
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს „თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები“

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ხელოვნების პერიოდული ფესტივალების განვითარებას და მათ მდგრადობას;

კონკურსის პრიორიტეტებია ფესტივალების ხელშეწყობა თანამედროვე ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მოდისა და დიზაინის, პერფორმატიული ხელოვნების და ექსპერიმენტული მუსიკის მიმართულებით;

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2020 წლის 3 თებერვლიდან - 28 თებერვლის ჩათვლით, თბილისის დროით 18:00 საათამდე;

საპროექტო განაცხადი და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე - сompetition@creativegeorgia.ge, წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს კონკურსის აბრევიატურა: FESD-2020;

გარდა ელექტრონული ფორმისა, სსიპ „შემოქმედებით საქართველოში“ წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია, 2020 წლის 2 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათამდე (მისამართზე: ვ. დოლიძის ქუჩა, კორპუსი #28);

დაგვიანებით წარმოდგენილი ან/და არასრულად შევსებული განაცხადის ფორმები ვერ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
გ) საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა

კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტისთვის სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხა არ უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საშუალებების, ინფრასტრუქტურული მომსახურებების და არამატერიალური აქტივების შესყიდვას;

კონკურსის ვადები

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია, საპროექტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში;

კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 დეკემბრისა.
 
გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის წესებს და პირობებს

გადმოსაწერი და შესავსები საკონკურსო დოკუმენტაცია:

განაცხადის ფორმა

ბიუჯეტის ფორმა

პროექტში მონაწილეობის თანხმობის წერილის ფორმა

პროექტის ანგარიშის წარმოდგენის განცხადების ფორმა

პროექტის შინაარსობრივი ანგარიშის ფორმა

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: competition@creativegeorgia.ge ან ngadilia@creativegeorgia.ge; საკონტაქტო ტელეფონი 555 38 30 29 

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით.