სიახლეები - კონკურსი: თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა

კონკურსი: თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა

11.02.2019
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებას, ადგილობრივი ხელოვნების პროდუქტის შექმნას და მის ინტერნაციონალიზაციას, სახვითი ხელოვნების სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების მდგრად განვითარებას.

კონკურსის პრიორიტეტებია საქართველოს რეგიონებში კულტურული რესურსის გაძლიერება, სახვითი ხელოვნების მგდრადი პლატფორმების შექმნა, ქართული ხელოვნების პროდუქტის განვითარება და პოპულარიზაცია.

საქართველოში შემდეგი ტიპის აქტივობების ხელშეწყობა: სახელოვნებო პლატფორმები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, რეზიდენციები, სემინარები და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა, გარდა სახელოვნებო ფესტივალებისა.

ვის შეუძლია მონეწილეობის მიღება

საქართველოში რეგისტრირებულ: საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებს.

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა

კონკურსის ფარგლებში სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხა არ უნდა ითვალისწინებდეს მატერიალური/არამატერიალური აქტივების და ინფრასტრუქტურული მომსახურებების შესყიდვას.

კონკურსის ვადები

1. საკონკურსო განაცხადები მიიღება წელიწადში ორჯერ: 2019 წლის 15 თებერვლიდან - 15 მარტამდე და 2019 წლის 13 ივნისიდან - 15 ივლისამდე;
2. გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალურად მოწვეული კომისია, საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღეში;
3. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელიც გაფორმდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
4. ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა.
 
გადმოსაწერი მასალები:

გადმოწერეთ კონკურსის პირობების, განცხადების და ბიუჯეტის ფორმის ფაილები

შენიშვნა: განცხადების ფორმის შესავსებად დაგჭირდებათ ქართული ფონტი აკად ნუსხური, ფონტის კომპიუტერში არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გადმოწერეთ და დააინსტალირეთ.

გადმოწერეთ ფონტი: აკად ნუსხური
 
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართებზე: dato@creativegeorgia.ge (555 000 931) ან khatiatchokhonelidze@gmail.com (593 75 00 76)


საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო 15 თებერვლიდან!

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით.