სიახლეები - კრეატიული სახლი - სტარტაპი, რომელიც სახლის ორიგინალურად გაფორმებაში დაგეხმარებათ

კრეატიული სახლი - სტარტაპი, რომელიც სახლის ორიგინალურად გაფორმებაში დაგეხმარებათ

21.04.2017
ეკატერინე სანიკიძის მიერ, საკუთარი სახლის სტიკერებით მარტივად და იაფად გაფორმებამ იმდენად დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა სოციალურ ქსელში, რომ ახალგაზრდა გოგონამ ამ საქმიანობის ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა. შედეგად შეიქმნა "კრეატიული სახლი", რომელიც მომხმარებლებს სახლის დეკორს სთავაზობს. პროდუქცია ძირითადად სტიკერებია, რომლის გამოყენებაც შეიძლება სახლში, ოფისში, ბარში, სალონში, მაღაზიაში, სკოლაში, ბაღში და ნებისმიერ დაწესებულებაში მისი კონცეფციის მიხევდით.

პროდუქცია, რომელსაც "კრეატიული სახლი" მომხმარებელს სთავაზობს, არის ახალი, ორიგინალური, მარტივი და რაც მთავარია, ყველასათვის ხელმისაწვდომი. გარემოში, სადაც ყველა შეღებილ კედლებსა და შპალიერსაა მიჩვეული, შეთავაზებამ დიდი პოპულარობის მოპოვება მოკლე პერიოდში მოახერხა. სტიკერების კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, 
რომ მისი აძრობისას არ ზიანდება ზედაპირი და ინტერიერის სხვადასხვა დიზაინით პერიოდულად ცვლა მარტივია.


სრული ინფორმაცის სანახავად იხ. ბმული.