News - კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსი - გამარჯვებული პროე

კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსი - გამარჯვებული პროექტები 2020

9/15/2020
შემოქმედებითი საქართველოს “კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსის“  შედეგები ცნობილია.
2020 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 16 პროექტი.
კონკურსის მიზანია პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ და კულტურის სექტორის სიცოცხლისუნარიანობის ხელშეწყობისთვის, დაფინანსების ალტერნატიული საშუალების შეთავაზება.


 
“კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტებია:
 
·         „მთარგმნელთა კლუბი და შემოქმედებითი სახელოსნო“ / ააიპ ფონდი „დიოგენე“ -9 953 ლარი;

·         „ინკლუზიური ცეკვის სწავლებისა და პროფესიული განვითარების დისტანციური პროგრამა“ / ააიპ „ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრი" – 10 000 ლარი;

·         „ციფრული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“ / ააიპ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისი - 9 960 ლარი;

·         „მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ / ააიპ საქართველოს თეატრის, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა რეგისტრირებული კავშირი „კულტურა“ – 9 500 ლარი;

·         „ონლაინ მასტერ-კლასები სახვით ხელოვნებაში“ / ააიპ ხელოვნების ცენტრი ფოლიანტი - 9 875 ლარი;

·         ,,ლაბორატორია/RE - ფორმა’’/ ააიპ ინიციატივა ენქეი - 10 000 ლარი;

·         „სიტყვა, როგორც ქმედება“ / ააიპ სტუდია ასტეროიდი - 8 625 ლარი;

·         „მუსიკოსები ტურიზმისთვის“ / ააიპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - 9 400;

·         „პანდემიის გამოცდილება კულტურის მართვისთვის“ / ააიპ ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლა - 9 850 ლარი;

·         „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ / შპს საქართველოს აკადემიური გამომცემლობა - 10 000 ლარი;

·         „რეწვა და ვიზუალური ხელოვნება მდგრადი განვითარებისთვის (კვლევა)“ / ააიპ „პარალელური კლასი“ – 9 800 ლარი;

·         „მუსიკის საგანთაშორისო სწავლება“ / კომპოზიტორ ნათელა სვანიძის ელექტრონული წიგნი / ააიპ „თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრი" – 5 845 ლარი;

·         „მეორადი ისტორიები“ / ააიპ არტ გაერთიანება „სეკატორი“ – 8 700 ლარი;

·         „ქართული ხელნაწერი მუსიკოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომობის ზრდა სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის“ / ააიპ კულტურა მომავლისათვის - 9 550 ლარი;

·         „რეგიონული თეატრების გზამკვლევი 2020“ / ააიპ საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი - 9 900 ლარი.

·         სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - წელიწადის 4 დრო - მეგობრობის პალიტრა / ააიპ საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითრების ფონდი - 9 042 ლარი.
 
გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილმა საკონკურსო კომისიამ.
 
წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ბენეფიციარებს პროექტების განხორციელებაში!