სიახლეები - კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსი 2020

კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსი 2020

29.07.2020
„შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსს.

კონკურსის მიზანია პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ და კულტურის სექტორის სიცოცხლისუნარიანობის ხელშეწყობისთვის, დაფინანსების ალტერნატიული საშუალების შეთავაზება.

კონკურსი ითვალისწინებს:

- კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობას (I პრიორიტეტი);
- კულტურის სექტორის პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარებას (II პრიორიტეტი);

/დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტში კონკურსის წესი და პირობები/

დაფინანსების მოსაპოვებლად გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 30 ივლისიდან 2020 წლის 17 აგვისტოს 18 საათამდე, ელექტრონული ფორმით, მისამართზე: competition@creativegeorgia.ge;

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია, 2020 წლის 15 სექტემბრამდე;

კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 1 დეკემბრისა.

კონკურსის წესი და პირობები

განაცხადის ფორმა - პრიორიტეტი 1

განაცხადის ფორმა - პრიორიტე
ტი 2

ბიუჯეტი - პრიორიტეტი 1

ბიუჯეტი - პრიორიტეტი 2


ანგარიშის ფორმა - პრიორიტეტი 1

ანგარიშის ფორმა - პრიორიტეტი 2


კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: competition@creativegeorgia.ge ან  ngadilia@creativegeorgia.ge