სიახლეები - ნოდარ სუმბაძის გამოფენა - თბილისური კატალოგი

ნოდარ სუმბაძის გამოფენა - თბილისური კატალოგი

24.04.2017
27-29 აპრილს, მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არქიტექტორ ნოდარ სუმბაძის გამოფენას უმასპინძლებს.სამი დღის მანძილზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ს მე-11 პავილიონში გამართული გამოფენის ფარგლებში, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თბილისის, როგორც მულტიკულტურული და გამორჩეული არქიტექტურული ქალაქის მატეანეს.

ნოდარ სუმბაძის მიერ ფოტო კოლაჟებად ასახული ძველი თბილისის იერსახის განსაკუთრებულობა ქვეყნებსა და საუკუნეებში განფენილი არქიტექტურული სტილებისა და ლოკალური გეოგრაფიულ -კლიმატური სპეციფიკის კონგლომერატზეა დაფუძნებული.

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე