სიახლეები - ონლაინ კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“

ონლაინ კურსი „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“

12.04.2017
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა  გთავაზობთ ინტენსიური ონლაინ კურსს  - „ფინანსები კრეატიული ორგანიზაციებისთვის“. კურსი დაეხმარება კულტურის მენეჯერებს ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისთვის სტრუქტურირებული და რეალისტური ბიუჯეტის შედგენაში. კურსის ავტორი, სარა ტელველი, მოღვაწეობს კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების სფეროში და ატარებს კონსულტაციებს ორგანიზაციებისთვის ბრიტანეთში. ამ კურსში ის გაგიზიარებთ თავის გამოცდილებას, გიამბობთ ბიუჯეტირების ყველა ეტაპის შესახებ, ასევე წარმოგიდგენთ საკუთარ ნამუშევრებს და შაბლონებს ფინანსების სამართავად. კურსის ხანგრძლივობაა 30 წუთი. მოკლე ტესტის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ სერტიფიკატს.

კურსის გასავლელად იხ. ბმული