სიახლეები - ონლაინ კურსი “გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება” ხელოვნების სფეროს დამწყები კომპანიებისთვის

ონლაინ კურსი “გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება” ხელოვნების სფეროს დამწყები კომპანიებისთვის

13.04.2017
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა  გთავაზობთ ონლაინ კურსს “გადაკვეთები და დაფინანსების მოძიება” ხელოვნების სფეროს დამწყები კომპანიებისთვის. კურსი ყურადღებას ამახვილებს დაფინანსების მოძიების ალტერნატიულ მეთოდებზე, რაც ხელოვნების სფეროს დამწყებ კომპანიებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. კურსი მოიცავს ინოვაციის და მეწარმეობის საფუძვლებს, ძირითად ბიზნესმოდელებს, ხელოვნების თემატიკის ბიზნესგეგმების საბაზისო შინაარსსა და სტრუქტურას და ჩარჩოს ხელოვნებასა და ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის გადაკვეთებისთვის, რასაც შედეგად მოჰყვება შემოქმედებითი ქალაქების, შემოქმედებითი კლასტერების და თანამშრომლობის სხვა სტრატეგიული ფორმების განვითარება. კურსს უძღვება დოქ. ლიდია ვარბანოვა (www.lidiavarbanova.ca), საერთაშორისო კონსულტანტი, მასწავლებელი, ტრენერი და ხელოვნების, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მკვლევარი. კურსი მოიცავს სამ 10 წუთიან ლექციას და მოკლე ტესტის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ სარტიფიკატს.

კურსის გასავლელად იხ. ბმული