სიახლეები - პანელური დისკუსია CREATIVE SPACES/BACKSTAGE

პანელური დისკუსია CREATIVE SPACES/BACKSTAGE

24.10.2020
შემოქმედებითი სივრცეები თვითმყოფადი სტრუქტურებია განსხვავებული ეკონომიკური პროფილის ქვეყნებში: ისინი აძლიერებენ ინოვაციურ და სახელოვნებო პროცესებს, აყალიბებენ თანაზიარი ღირებულებების საზოგადოებებს, აცოცხლებენ ურბანულ გარემოს, ქმნიან სამუშაო ადგილებს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებით განსხვავებული ტიპის შემოქმედებით სივრცეებს. შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი მხარდაჭერის მექანიზმები: ისინი შეიძლება განვითარდნენ სამოქალაქო ინიციატივის ბაზაზე და/ან ჩამოყალიბდნენ სახელმწიფო დახმარების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. შემოქმედებითი სივრცეების სიცოცხლისუნარიანობა კი, ხშირად, სამივე - სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას და მათს პირდაპირ თუ ირიბ ინვესტირებას ეფუძნება.
პანელ დისკუსიის მიზანია ფართო აუდიტორიას გააცნოს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც თან ახლავს მულტიდისციპლინური და მულტიფუნქციური შემოქმედებითი სივრცეების (ე.წ. შემოქმედებითი კლასტერების) ინიცირებასა და შექმნას და წარმოადგინოს სახელმწიფოს, კერძო და არასამთავრობო სექტორის როლი აღნიშნულ პროცესში, განსხვავებული პერსპექტივებიდან.

მომხსენებლები:
ტანია სანტუშ (CRU Creative Hub; პორტუგალია)
ფრანსუა ჟეგო (URBACT REFILL Network; საფრანგეთი)
ინა რატენიკი, Dr. (Third Places; გერმანია)
ნინო შერვაშიძე (Adjara Group; საქართველო)

მოდერატორები:
ნიკოლოზ ნადირაშვილი, UNESCO-ს ადგილობრივი ექსპერტი
ლიდია ვარბანოვა, Dr., UNESCO-ს საერთაშორისო ექსპერტი

დრო:
15:00 (Georgia Standard Time) / 12:00 (Central European Time); ხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი.

დასწრების ინსტრუქცია:
პირდაპირი ჩართვების ნახვა შესაძლებელია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ოფიციალურ Facebook და YouTube -ზე.

29 ოქტომბრის Youtube ლაივ ჩართვის ლინკი:
https://www.youtube.com/watch?v=J8D1yBZZb2k...

პანელ დისკუსიის პრომო ვიდეო:
https://bit.ly/2HAxSDt

აღნიშნული პანელ დისკუსია იმართება თბილისის მეორე არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში. დისკუსია  მომზადდა ევროკავშირის/იუნესკოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების“ ფარგლებში (https://bit.ly/35Azp4h).
პროექტს ახორციელებს „შემოქმედებითი საქართველო“.