News - პოდკასტი #3 - "საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტ

პოდკასტი #3 - "საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში"

8/17/2021

გთავაზობთ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებულ პოდკასტების სერიას: პოდკასტების მიზანია სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ კონკურსის „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ბენეფიციარების კვლევების პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში კვლევითი საქმიანობის წახალისება. რესპონდენტებს ესაუბრა და პოდკასტები მოამზადა კინოპროდიუსერმა და წამყვანმა ელენე მარგველაშვილმა.


ამჯერად გთავაზობთ ქართული თეატრის ელექტრონული არქივის კვლევით პროექტს - საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში. კვლევა იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://creativegeorgia.ge/News/shemoq...